ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 28 თებერვალს.
მისი დაარსების დღიდან მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ფრენბურთის პოპულარიზაცია და ფრენბურთის განვითარებისათვის ხელის შეწყობა საქართველოს მასშტაბით.
საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია მომავალში ისახავ უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდეს ფრენბურთით, განავითარონ თავიანთი ფიზიკური მონაცემები და შეძლონ იასპარეზონ შეჯიბრებებში.
1991 წლის დეკემბრიდან საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია არის ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) და ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის (CEV) წევრი. 2013 წლიდან კი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის (EEVZA) წევრი.
Change Your Body, Change Your Mindset.